top of page

ჩვენს შესახებ

დინოში დაგხვდებათ ყველა ის პირობა, 

რაც მნიშვნელოვანია თქვენი პატარების 

წარმატებული მომავლისთვის

_edited.jpg

ჩვენი მიზანი

"დინო" ბაგა ბაღი არის 9 თვიდან 

სკოლამდელი ბავშვებისთვის და მათი 

ყოველდღიური ზრუნვის ადგილი, რათა 

მშობლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა 

იცხოვრონ ოჯახთან და სამსახურთან 

ჰარმონიაში. 

 

ჩვენი მუშაობის საფუძველია ის, რომ ბავშვი თავს გრძნობდეს ჩვენთან კომფორტულად,

რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ 

ბავშვებთან კარგი ურთიერთობა 

ჩამოვაყალიბოთ და მათი გაზრდის და 

განვითარების კარგი თანმხლები ვიყოთ. 

როცა თქვენ სამსახურში ხართ შეგიძლიათ 

მშვიდად აკეთოთ თქვენი საქმე, რადგან 

იცით რომ “დინო“ არის ადგილი სადაც 

თქვენს შვილებზე ზრუნავენ და 

უფრთხილდებიან.

 

კერძო ბაგა ბაღი "დინო" გაიხსნა 2020 წელს. 

იგი მდებარეობს ზედაზენის ქუჩის N 2, 

კორპუსი N 4. მას უკავია 550 კვ.მ. ბაღი 

მდებარეობს ნათელ, ახალაშენებულ 

შენობაში, რომელიც აღჭურვილია ბავშვის 

განვითარებისთვის საჭირო და 

აუცილებელი თანამედროვე ინვენტარით, 

აშენებულია საბავშვო ბაღისთვის 

უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით და ბაღის სტანდარტების 

გათვალისწინებით. გარემოს, ინტერიერის, 

ფერების შერჩევისას გავითვალისწინეთ 

ბავშვთა ფსიქოლოგის რეკომენდაციები და

გამოვიყენეთ ეკოლოგიურად სუფთა 

სარემონტო საშუალებები. 

სწავლა

საბავშვო ბაღი ის ადგილია სადაც თქვენი პატარები დღის დიდ ნაწილს ატარებენ, 

ამიტომ ჩვენ მუდამ ვცდილობთ გარემო 

ბავშვის საჭიროებებსა და სურვილებს 

შეესაბამებოდეს. საბავშვო ბაღში ბავშვი 

იზრდება ემოციურად და სოციალურად. 

უვითარდება ფიქრის და მეტყველების 

უნარი. უყალიბდება ნატიფი მოტორიკა 

თამაშის, ცეკვის, მუსიკის, ხელოვნების, 

სხვადასხვა აქტივობების და 

თანატოლებთან ურთიერთობის შედეგად. 

 

ბავშვებს ასევე უვითარდებათ 

კომუნიკაციის უნარი, თავდაჯერებულობა, 

კრეატიულობა, კითხვის, წერის და მათემატიკური უნარები, რაც 

განაპირობებს მათ მომზადებას 

სკოლისთვის და უადვილებთ შემდგომ 

სწავლის პერიოდს. 

"დინო"ში დღის განმავლობაში შემეცნებითი საათი გვაქვს, სადაც შედის ქართული 

ლექსები, ზღაპრები, ტექსტების გარჩევა. 

ამ დროს ბავშვებს შესაბამისი 

ლიტერატურის მიხედვით ვუვითარებთ 

უნარჩვევებს და ვეხმარებით 

ინდივიდუალური ნამუშევრების 

მომზადებაში. ჩვენი მიზანია პატარებს 

გავუმდიდროთ შინაგანი სამყარო და 

შემოქმედებითი უნარები.

Blonde Boy Reading
bottom of page